Nika Sert

freelance All In One

NASA ს სუსტი წერტილები.

Raspberry Pi, რომელიც დაწყებული არდუინოს პროექტებით დამთავრებული რეტრო თამაშებით და ჭკვიანი სახლის მოწყობილებით ყველა სფეროში გამოიყენება, NASA-ს დასაჰაკადაც გამოიყენეს. ნასა გასული წლის აუდიტის ანგარიშში გვაუწყებს, რომ საბანკო ბარათის ზომის მოწყობილობით (კომპიუტერით) დაჰაკვა 2018 წლის აპრილში აღმოაჩინეს. ანგარიშში ნახსენებია, რომ მათ JPL-ის ანგარიშზე გარე მომხმარებლის შესვლა დააფიქსირეს და რომ 500 mb ზომის ინფორმაციაა მოპარული, რომელიც ძირითადი სისტემის მისიას უკავშირდება. ასევე ნახსენებია, რომ მომხმარებლის მიერ JPL ანგარიშზე შესასვლელად Raspberry Pi-ა გამოყენებული. ჰაკერის ანგარიშზე შესვლის შემდგომ დაფიქსირდა, რომ ის 10 თვის განმავლობაში შეუმჩნევლად იპარავდა ინფორმაციას და დადგინდა, რომ ჯამში 23 ფაილია მოპარული. მოპარული ფაილებიდან ორი სამხედრო და კოსმოსურ ტექნოლოგიებთანაა დაკავშირებული, რომლებსაც აქტიურად იყენებენ მარსის მისიის ჯგუფში. ჩატარებული შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ მომხმარებლებს ნებართვის გარეშე შეეძლოთ JPL-ის ქსელში არსებულ ფაილებთან წვდომა და რომ სისტემის ადმინისტრატორები არ აკონტროლებდნენ ქსელში დამატებულ მოწყობილობებს, რაც ჰაკერების სისტემაში შეუმჩნევლად ყოფნის მიზეზი გახდა. ასევე აუდიტის ანგარიშში წერია, რომ უსაფრთხოების დარღვევა დაფიქსირდა ჯონსონის კოსმოსურ ცენტრშიც, რომელიც JPL-ის ქსელში საერთოდ არ არის. ვინაიდან ჯონსონის კოსმოსური ცენტრი მართავს საერთაშორისო კოსმოსური ხომალდის მისიებს, არსებობს საფრთხე, რომ ამ ხომალდთან დაკავშირებული ინფორმაციაც მოიპარეს. შესაძლოა ისიც, რომ მოიპარეს NASA-ს დაქვემდებარებული პატენტები და რაც უფრო აღსანიშნავია, შესაძლებელი იყო ისიც, რომ ჰაკერებიდან რომელიმე საერთაშორისო კოსმოსური ხომალდის მისიებში დისტანციურად ჩარეულიყო და ხომალდის სრული კონტროლი მოეპოვებინა.

ამ სიტუაციის ფონზე ჩნდება კითხვა თუ რატომ გაამხილა ნასამ ეს შემთხვევა აუდიტის ანგარიშში, ვინაიდან ეს სიახლე არასასურველ ყურადღებას იქცევს მათკენ, რითიც მსგავსი შემთხვევის განმეორების რისკი იზრდება.

DROP A COMMENT

Your email address will not be published. Required fields are marked *