Nika Sert

freelance All In One

მოემზადეთ ! ხელოვნური ინტელექტი მალე გაგვასწრებს.

“მანქანებს 20 წლის განმავლობაში შეეძლებათ ყველაფერი გააკეთონ რაც ადამიანებს შეუძლიათ….”

  • Herbert A. Simon (1965’წელს აქვს ნათქვამი)

54 წელი გავიდა მაგრამ “მანქანებს” ადამიანებს რაც შეუძლიათ ყველაფერს ვერ აკეთებენ.

“ ერთი თაობის მერე ხელოვნური ინტელექტის შექმნის პრობლემა დიდ ნაწილად მოგვარდება”

  • Marvin Minsky (1970’წელს აქვს ნათქვამი)

ორი თაობა გავიდა მარა ხელოვნური ინტელექტის შექმნის პრობლემა ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული

ადამიანის ინტელექტის ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია თუ ხელოვნური ინტელექტი მის გონებას როდის გაასწრებს. ამ თემასთან დაკავშირებით გაკეთბული წინასწარმეტყველობებს თუ გადავხედავთ , უცნაურ შედეგის წინაშე ვდგებით.

პირველი წინასწარ მეტყველობების გაკეთება 1965 წლებში დაიწყო და ნათქვამი იყო რომ 20 წელიწადში ეს (ხელოვნური ინტელექტი) იქნებოდა შექმნილი. ოთხმოცდა ათიანებში კი როგორც წინასწარმეტყველობაში იყო ნავარაუდები ეგრე არ მოხდა არაფერი და თან ვადაბი კი მომავალ წლებზე გადაიწია და Vernor Vinge ის მზგავსი მწერალებმა კი ივარაუდეს რომ 30 წლის მანძილზე ხელოვნური ინტელექტი გაასწრებდა ადამიანის ინტელექტს.ტექნოლოგიის განვითარებით ამ დარგში ჩატარებული კვლევები განვითარდა და ამასთანავე ვადებიც შემოკლების მაგივრად უფრო და უფრო დაგრძელდა , უკვე ამდარგის სპეციალისტები 45 წლის შემდგომ ვადებში ვარაუდობენ კონკრეტულ შედეგებზე.2000 იანების დასაწყისში ტექნოლოგიური სფეროს ყველაზე მნიშვნელოვან გურუებს შორს მყოფი Moore კანონის შემქნელი Gordon Moore ის ნაირმა ადამიანებმა ვარაუდი დაიწყეს იმაზე რომ ეს არასოდეს მოხდება.

ადამიანსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის ერთ გვარი თამაში არის დაწყებული და უცნობი არის ამ თამაში ვინ გაიმარჯვებს. ხელოვნური ინტელექტი ადამიანის ინტელექტს გაასწრებს ?

ამ კითხვაზე სწორი პასუხის გასაცემად საჭირო არის ვიცოდეთ ხელევნური ინტელექტი რა არის, და მანამდე აუცილებელია გავიგოთ რომ რა არის ინტელექტი.

ძალიან ჭკვიანი , ძალიან ინტელექტუალურია რომ ვიტყვით ადამიანზე პირველივე მისი ცოდნა თუნდაც მისი IQ ტესტის შედეგი გვახსენდა მაგრამ ეს ერთ-ერთი ხერხია იმხერხებიდან რომელითაც ადამიანის გონება შეგვიძლია დავტესტოთ.

ხელოვნურად შექმნილი მანქანის (ინტელექტის ) რა დონეზე გონიერია , რა დონეზე ჭკვიანია რომ დავასვკინოთ პირველი ტესტი წინა საუკუნეში Alan Turing. ის მიერ მოფიქრებულია (განვითარებულია) ყველაზე ცნობილი Turning ის ტესტი ადამიანის ჭკუის გასაგებათ ყველაზე მნიშვნელოვანი  მისი ენა ჩათვალა და ტესტის დროსაც ეს აარჩია.

იფიქრეთ რომ ფარდის უკან ერთ მხარეს ქომპიუტერი მეორე მხარეს არის ადამიანი, და თქვენ რამოდენიმე კითხვით უნდა გაიგოთ რომელია ადამიანი და რომელი არის კომპიუტერი.თუ კომპიუტერი დაგარწმუნებთ რომ ის არის ადამიანი , მას ექნება Turning ის ტესტი ჩაბარებული, ეს რომ შეძლოს მას უნდა შეეძლოს თქვენს მიერ დასმული კითხვის ანალიზი და ასევე მასზე გასაცემი პასუხის ადამინივის გონება სავით მოფიქრება.

1950 წელს დაწერილი ეს სამეცნიერო ნაშრომი მარტო ხელოვნური ინტელექტის ჩამოყალიბებაში არ მიიღო მონაწილეობა , ასევე მისით შეიქმნა გასართობი სატელევიზიო გადაცემები . 1964 წელს შექმნილი შეჯიბრი დღემდე მსოფლიოს მრავალ არხზე გადის , ამ გადაცემის (შეჯიბრის) დასახელება დიდი რისკი! არის .

3 მონაწილესგან შემდგარი შეჯიბრი სადაც ცდილობენ  რომ მათ მიერ გაცემული პასუხები გარდაქმნან სწორ პასუხად, 2011 წელს ჩატარებულ გადაცემაში ყველაზე ცნობილი ორი ჩემპიონი მოიწვიეს. მესამე მონაწილე კი კომპიუტერი იყო :IBM Watson…  და შეჯიბრი მან მოიგო.

ხელოვნურმა ინტელექტმა თამაში “Super Human” ის სტატუს მიაღწია. ანუ ის უკვე მსოფლიოში მყოფი ყველა ადამიანზე კარგად მოთამაშე იყო გამხდარი. ამ დონეზე მიღწეული სხვა თამაშებიც არის  , ამათშორის ყველაზე ცნობილი ჭადრაკია ; 80 იანი წლებიდან ვიცით რომ კომპიუტერებს შეუძლიათ ძლიერად ითამაშონ თამაში. მაგრამ პირველად 1997 წელს “Super Human” ის  სტატუს მიაღწია. მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე კასპაროვს მოუგო.ადამიანის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტის ასევე ადამიანის დამარცხებაში რა გრძნობაც არის პირველმა და ყველაზე დიდად მგონი მაშინ კასპაროვმა იგრძნო.

ხელოვნურმა ინტელექტმა განაგრძო განვითარება და 2002 წელს ნარდში, 2006 წელს კი Scrabble ის თამაშებში მიაღწია “Super Human “ ის სტატუს,ხუმრობა-ხუმრობაში , გართობა-გართობაში ხელოვნურმა ინტელექტმა მიაღწია ადამიანის დონეს და გაასწრო კიდევაც ამ თამაშებში , მაგრამ თამაში არის სადაც ადამიანების წინაღდმეგ მოგება სპეციალისტების თქმით და ასევე თავის დროზე ჩემს აზრითაც იყო ძალიან ძალიან ძალიან რთულია ,მსოფლიოს ყველაზე ძველი თამაშია ეს ; გო . რატომ ფიქრობენ რომ ესეთი რთული და ძნელია ? იმიტომ ფიქრობენ ამას რომ ძალიან აბსტრაკტური თამაშია. გეგონებათ ჩვენი სამყაროს გამარტივებული ვერსიაა ეს თამაში. კოსმოსის მაგივრად 19’ი 19’ ზე გაყოფილ დაფაზე თამაშობთ. ამ დაფაზე შავი ძალები თეთრ ძალების წინაღმდეგ ბრძოლაშია. ქვებით ცდილობთ რომ ტერიტორიები თქვენს ძალების ქვეშ მოაქციოთ და აკონტროლთ, თუ თქვენი მოწინაღმდეგე ალყაში მოაქციეთ , მაგათ ანადგურებთ და საბოლოოდ ყველაზე მეტი ადგილი ვისაც უკავია ის ხდება გამარჯვებული თამაში.

ძალიან მარტივი სავით მოჩანს , სხვისი ცხოვრებაც ჩვენთვის ეგრეა ხოლმე . ეს თამაში ერთგვარი ცხოვრების სარკეა და მაშინ გებულობთ თამაშის სიღრმეს და სირთულეს როდესაც მართლა იწყებთ თამაშ.ჭადრაკში პირველი სვლისთვის 20 ალბათობა არის და მეორე სვლისთვის კი ისევ 20 ანუ თეთრს და შავს ჯამში 400 ალბათობა აქბს სვლისთვის.ეს ალბათობები გოში კი შავი ქვებისთვის 361-ი  და თეთრებისთვის კი 360 ს შეადგენს და ჯამში გვაქვს 129.960 სვლაზე საუბარი.

სვლათა რაოდენობა იმდონეზე ბევრია რომ მოთამაშემ სრულ ცოდნას და სრულ შესაძლებლობას რომ მიაღწიოს შეიძლება მთელი ცხოვრება დასჭირდეს.

რომ ვამბობდი , სამყაროს გამარტივებულ ფორმატია თქო ირონიულ შედარებას არ ვაკეთებდი, მათემატიკურად გოს დაფაზე არსებული კონფიგურაციების რაოდენობები სამყაროში არსებული ყველა ატომზე უფრო მეტია.

1997 წელს კასპაროვის დამარცხებელი Deep Blue ის კომპიუტერთან გო რომ ითამაშოთ, ამ თამაში დამწყები რომც იყოთ მარტივად მოუგებთ კომპიუტერს,იმიტომ რომ Deep Blue ის ნაირი სუპერ კომპიუტერი კი არა 2019 წელს ყველა კომპიუტერი რომ აამუშავოთ გოს გამოთვლებისთვის ათასობით წელი დასჭირდებათ ყველა ალბათობა რომ გამოთვალონ.მაგრამ თქვენ როგორც ახალი დამწყები მოთამაშე, გამოთვლების გაკეთების მაგივრად თქვენს გრძნობებს რომ ენდოთ მარტივად შეიძლება მოუგოთ.ადამიანის გონება ერთ ფენოვანი ერთ სამყაროიანი არ არის , ადამიანს რაც ადამიანათ თქმნის ჯერ ჩვენც კი არ გვაქვს ბოლომდე შესწავლილი და გათვიცნობიერებული , მაღალი დონის გოს მოთამაშეებიც მზგავს სიტყვებს იძახიან , სწორ სვლას რომ გაკეთებენ თვითონაც ვერ ამბობენ იმას თუ რატომ ქნეს ეს სვლა , მხოლოთ იმას ამბობენ რომ სწორად ვიგრძენიო.გოს თამაშის გაგება რეალურად გაგების გაგება სავით რამეა.

ეხლა თქვენი აზრი მაინტერესებს , ხელოვნური ინტელექტი როდის გაასწრებს გოში ადამიანს, ან და თუ შეძლებს ზოგადად რომ ადამიანს აჯობოს ?

ცოტათი დაგეხმარებით ამ კითხვის პასუხის გასაცემათ, 1997 წელს კასპაროვის წაგების მერე ფიზიკოსი Piet Hutt, მა ივარაუდა რომ პირველი ადამიანის მიერ კომპიუთერთან გოში წაგება შესაძლებელი იქნებოდა 2100 წელს. 2014 წელს გოს კოდის დამწერმა პროგრამისტმა Remi Coulom მა  ეს ვადა 2024 წლამდე ჩამოიყვანა

ამვარაუდიდან 3 წლის მერე 2017 წელს AlphaGo ს დასახელებით გამოშვებული ხელოვნურმა ინტელექტმა მსოფლიოს ყველაზე ჭკივანი მოთამაშეს ეთამაშა და დაამარცხა რის შედეგადაც “Super Human” ის დოონეს მიაღწია.2500 წლის ყველაზე ძველთამაში ყველაზე კარგად მოთამაშე ინტელექტი 2 წელია ადამიანს არ ეკუთვნის.

ამის გაგების მერე ადამიანი ცოტათი მისტირს მომხდარ ამბებს და თავის სამომავლო როლს ამ სამყაროში და ეგრევე მოყვება ის ფიქრები თუ რეების დანახვა და გაგონება მოუწევს ამ სფეროში რის შედეგადაც ცოტათი შიშიც კი ძლევს მას.

შიშის მაგივრად ჯობია გავიცნოთ რასთან გვაქს საქმე.ამ საქმის სპეციალისტები ხელოვნურ ინტელექტს ყოფენ 3 ნაწილად.

დღემდე დანახული ყველა მაგალითი “ვიზრო ხელოვნური ინტელექტი” ის კატეგორიაში შედის , მათ ხმოლოდ შეუძლიათ კონკრეტული მიისიების შესრულება.ჭადრაკი მსოფლიოში არსებული ყველაზე კაი მოთამაშეზე უკეთესად შეუძლია ითამაშოს მაგრამ გოს ვერთამაშობს. ამის საუკეთესო მდგომარეობაში მოყვანისთვის კი საჭირო არის სხვა ვიწრო ხელოვნური ინტექლეტის შწქმნა .

ესე წარმოიდგინეთ წლებია მათემატიკურ დაანგარიშებაში ყველაზე სწრაფი კალკულატორია მაგრამ მხოლოდ კონკრეტულ დაანგარიშებებში.

ვიწრო ხელევნურ ინტელექტის სფეროში ჯერ კიდე ბევრი გზა გვაქვს გასავლელი. ყველაზე პირველი რაც არის კომპიუტერების შესწავლის მეთოდები იცლვება ყოველთვის. ამ წამს რამდენიმე თამაში საუკეთესო მოთამაშეები ადამიანები არიანო რომ გითხრათ შეიძლება დაჯერაში გაგიჭირდეთ მაგრამ ეგრეა და ეს თამაშები ირონიულად ჭადრაკი და ნარდის მზგავსი ძველი თამაშები არ არის , რასაცქვია  თანამედროვე კომპიუტერული თამაშებია ესენი, კი ბატონო თქვენი საუბარი მესმის სავით , ადამიანების თამაშებში საუკეთესოები კომპიუტერები და კომპიუტერულ თამაშებში საუკეთესოები ადამიანები არიან, სხვათაშორის ამ სფეროშიც სიახლეები და განვითარებები არის.

2018 წელს Dota 2 ში თამაშის ბოტებმა “High Human” ის სტატუს მიაღწიეს ანუ მსოფლიოში არსებული ბევრ მოთამაშეზე უკეთესად თამაშობენ მაგ თამაში.

AlphaGo ს შემქნელებმა Deep Mind ის გუნდთან ერთად ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი კომპიუტერულ თამაშისთვის StarCraft 2 ისთვის ხელოვნურ ინტელექტს AlphaStar ქმნიან , დღეს დღეობით 2019 წლეს StarCraft 2 ის საუკეთესო რამოდენიმე მოთამაშეს მოუგო უკვე და “High Human “ ის სტატუს მიაღწია. 

Deep Mind ის ერთ-ერთი წევრის მიერ არის ნათქვამი რომ reinforcement learning  ის მეთოდით ანვითარებენ თავიანთ პროექტს, და ამისთვის ადამიანში არსებული 30 სხვადასხვა თვისებაზე მუშაობენ.

როგორც ხედავთ გონება არ არის ერთ კონკრეტულ ფუძეზე დაყრდნობილი, არ არის ერთ განზომილიანი , და როდესაც ჩვენ შევისწავლით ყველა იმ კომპოტენტს რაც ადამიანს და მის გონებას (ინტელექტს ქმნის) მაშინ მივაღწევთ შემდეგ დონეს ზოგადი ხელოვნურ ინტელექტს (AGI – Artificial general intelligence). კი მაგრამ როდის შევძლებთ ამ დონეს რომ მივაღწიოთ ? როგორც თავიდან გითხარით  სიმონ ის თქმით ეს 1985 წელს უნდა მიგვეღწია, დღეს-დღეობით ყველაზე ახლო თარიღს Ray Kurzweil ი გვეუბნება , მისი თქმით 2029 წლისთვის უკვე უნდა გვქონდეს მიღწეული. სპეციალისტებთან ჩატარებული გამოკითხვების თანახმად ნავარაუდებია 2040 – 2050 წლები.

მოკლეთ საჭირო არის ისე მოქცევა უკვე რომ ტექნოლოგია მხოლოდ იმფორმაციის სწრაფად მისაღებად ან ცხოვრების გასამარტივად არ გამოვიტენოთ , მისი შესაძლებლობით უნდა მივაღწიოთ ის რომ რაიმე შევქმნათ ჩვენთვის გამოსაყენებელი , თუ გვინდა რომ არ ჩამოვრჩეთ მომავალს და შექმნილ სიტვაციას.